13:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 17:24:24, 1281 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ყურაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება

ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება, - ასე ეხმაურება გენერალი მამუკა ყურაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ყურაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პირველი მსხვერპლი საქართველო იყო, მეორე კი უკრაინაა.

"სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, ჰააგის გადაწყვეტილებამ ეს დაამტკიცა. რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო ფაქტია იმასთან მიმართებაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დამნაშავე მხარე გამოიკვეთა, ტერორისტი მხარე, რომელსაც არანაირი ფასეულობები არ აქვს. მინიმალური შეფასება - კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ პირველი მსხვერპლი იყო საქართველო ამ ყველაფრის და უკრაინა არის ამის გაგრძელება", - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის  129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics