13:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 22:17:09, 1177 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - საქართველოში ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ბრძოლა მიმდინარეობს

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები.

"ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო. ნათელია, რომ საქართველოს ხალხს სურს, იყუროს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ უნდათ დემოკრატია. სენატორი რიში და მე იქ ვიყავით 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, როცა ქართულმა ოცნებამ მმართველობა გადაიბარა.

რაც ახლა ვიხილეთ, ისაა, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი როლი, რომ მხარი დავუჭიროთ ამ არჩევნებს და იმედია, მხარს დავუჭერთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას", - განაცხადა სენატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics