13:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 21:46:34, 1145 ნახვა

პოლიტიკა
დოქერტი - საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი NATO-სა და ევროკავშირს არ შეუერთდება

პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მოადგილემ, ლეო დოქერტიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღესდღეობით რუსეთის ჯარები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან და მათი ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება.

"პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომელიც სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით საქართველოს 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსული ჯარები დგანან თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში", - განაცხადა დოქერტიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics