|
2023-04-02 16:09:11, 1177 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. "დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში. მუნიციპალიტეტის მერებმა წარადგინეს დეტალური მონაცემები დაზარალებული ოჯახების და ინფრასტრუქტურის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვის და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე. დღევანდელ სამუშაო თათბირს აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და აპარატის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)