|
2023-02-10 15:41:41, 1746 ნახვა
რეგიონი
ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის მიმართ ინტერესი გაზრდილია
ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესი მაღალია. რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვიზიტორები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთიან აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ. გამოფენებზე რეგიონს პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოფენების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ავიაკომპანია Air Baltic-ის მენეჯმენთან, სადაც ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეებისა და პერიოდის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. Air Baltic-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები რიგადან გასულ წელს პირველად დაიწყო, წელს კი მის განახლებასა და ფრენების სიხშირეების გაზრდას გეგმავს. მათივე ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ბოლო წლებია პირდაპირი ფრენები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ტურისტების მოზიდვას.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)