13:40 - 20 Aug, 2026
|
2023-02-09 16:40:28, 1707 ნახვა
ომი უკრაინაში
შვედეთი უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უკრაინას 4,3 მილიარდი SEK-ის (406,7 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა. კერძოდ, შვედეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობასა და შვედური CV 90-ის ქვეითი საბრძოლო მანქანებს გადასცემს. ცნობილია, რომ ეს დახმარება სამი ნაწილისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანი Archer-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები იქნება - მათი გაგზავნა დამატებით მომზადებას მოითხოვს, რომელსაც ასევე შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, შვედეთის მხრიდან უკრაინის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 900 მილიონ ევროს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)