|
2023-02-04 18:54:42, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ყოველთვის დააიგნორე მედვედევი საერთაშორისო სამართალი ნათელია - ყირიმი უკრაინაა
საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ყირიმთან დაკავშირებულ მუქარას. მისივე თქმით, რუსეთის ოფიციალური პირებისგან მსგავსი მუქარა ტრადიციული რუსული სტილია, რომელიც მიზნად მასობრივ მკლელობებს და შეშინებას ემსახურება. "საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. აქედან გამომდინარე, მუქარა საპასუხო დარტყმებზე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მხოლოდ მასობრივი მკვლელობების განზრახვის დადასტურება და ტრადიციული რუსული სტილით შეშინების მცდელობაა. ყოველთვის დააიგნორე მედვედევი", - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევი ყირიმს დაარტყავს არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები და მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ არის განადგურდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)