|
2023-02-03 19:26:44, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბახმუტს არავინ დათმობს, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ შევძლებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, უკრაინა დაიწყებს დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან. მან დასძინა, რომ უკრაინა იბრძოლებს, იქამდე სანამ ძალა შესწევს. "ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია. თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, ჩვენ არამარტო არ მოვშორდებით ბახმუტს, არამედ დავიწყებთ დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)