|
2023-01-27 14:14:12, 1666 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან საქართველოში, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავება ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)