|
2022-12-29 11:21:09, 1697 ნახვა
რეგიონი
შუახევში მთავარი სადღესასწაულო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
შუახევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთავარი სადღესასწაულო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიების ,, ახალი წლის დღეები საქართველოში” ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოს გადაღების სტენდები და ინსტალაციები. სადღესასწაულო აქტივობები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გათვლილი იყო ყველა თაობის ადამიანზე.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. ბავშვებისათვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, სადაც პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.
ადგილობრივ მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, როსტომ ლორთქიფანიძემ.
ომარ ტაკიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შუახევში გამართული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის ბარათით, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული შუახეველები დაჯილდოვდნენ. დღის ბოლოს დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 ანდრია გველესიანი და ბენდი კონცერტი გაიმართა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე დასრულდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)