|
2022-12-22 18:19:02, 1607 ნახვა
რეგიონი
თორიკე რიჟვაძე - საქართველოში დაცული ტერიტორია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა
დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ სიახლე გააჟღერა მაჭახელას ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხელვაჩაურში სრულდება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და განხორციელდება ეთნოსოფლის პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს მაჭახელას კონცეფციას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების პროექტები. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბათუმის ავტობუსების პარკის განახლება. მხოლოდ მომავალ წელს, პარკს 60 ახალი ავტობუსი დაემატება და წლის ბოლომდე სრულად განახლდება ბათუმის ავტობუსების პარკი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, დაგეგმილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საშუალებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 55 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)