09:03 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 16:51:34, 2039 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობა გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობას აგრძელებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, სააგენტომ ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის ბილიკი გაჭრა, გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეებითა და მოაჯირებით მოაწყო.

"მიუხედავად, იმისა რომ დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეული ჩანჩქერია, მასთან მისვლა ტურისტების საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იყო. მოწესრიგებული ბილიკი კი მოგზაურებს ჩანჩქერთან გადაადგილებას გაუმარტივებთ. 

წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებთან 100-მდე ნიშნული დაამონატაჟა. მათ შორისაა ღორჯომის საფეხმავლო ბილიკი, კვარიათის ველობილიკი, ქედა-შუახევის დამაკავშირებელი ველობილიკი და 20-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლი აჭარის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელ ტურისტულ ბილიკსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას აშენებს", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics