|
2022-11-30 13:48:37, 1866 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ხულო-ზარზმის გზის ისტორიული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, შენდება ხიდები და ხელოვნური ნაგებობები. წელს დასრულდება გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება. ხულო-ზარზმის განახლებული გზა დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს როგორც მაღალმთიან აჭარას, ისე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება კურორტი გოდერძი და ტურიზმი მაღალმთიან აჭარაში. ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოინახულეს. 47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც, საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე. ხულო-ზარზმის გზის პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მხარდაჭერით, ხოლო მეორე და მესამე მონაკვეთებზე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)