|
2022-11-22 14:04:07, 1565 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიის მიზნობრივი პროგრამის გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“, გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა აქიაშვილმა და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს. პროექტი წელს მესამედ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც ყოველ წლიურად მზარდია. მიმდინარე წელს, ,,გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში, პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარია. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსის ბოლო ეტაპზე 6 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღონისძიებას, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს წევრი, მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ფატი ჭაღალიძე და მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი, თამილა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)