10:54 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 15:19:10, 1705 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრში ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს - დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ დნეპრში ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ დაზიანებული სახლების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მომხდარს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც აღნიშნა, რომ დნეპრის დაბომბვა კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ როგორი მშვიდობა სურთ რუსებს. 

"აქ არის კიდევ ერთი დადასტურება დნეპრში, თუ როგორ უნდათ ტერორისტებს მშვიდობა. დილა - მშვიდობიანი ქალაქი და ხალხის სურვილი იცხოვრონ ნორმალურად, წადით სამსახურში, საქმეზე - სარაკეტო თავდასხმა! ტერორისტულ სახელმწიფოს რეალურად სურს უკრაინელების მიაყენოს მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ტკივილი და ტანჯვა“,- წერს ზელენსკი. 


 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics