12:32 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 09:32:46, 1693 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ძალა გვექნება - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება თავისი ტერიტორიების განთავისუფლების გზაზე და არ მიიღებს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს.

როგორც ზალუჟნიმ შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსებთან  სატელეფონო საუბარში აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებას.

"მე დავრწმუნდი, რომ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ძალა გვექნება. ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ მთელი უკრაინული მიწა რუსული ოკუპაციისგან. ჩვენ ამ გზაზე არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით.

უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებას. მოლაპარაკებას მხოლოდ ერთი პირობა აქვს - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“,- ამბობს ზალუჟნი. 

ზალუჟნიმ მილის ასევე მიაწოდა ინფორმაცია თავდაცვის ძალების ოპერატიული მდგომარეობისა და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ. მისი თქმით, ფრონტზე ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მტრის მოქმედებებს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე და ვაშენებთ საიმედო ფარს უკრაინის ჩრდილოეთიდან დასაცავად. მტერი აქტიურად უტევს ბილოგორივკა-სოლედარ-ბახმუტ-მაიორსკის და ავდიივკა-ოპიტნე-ვოდიანე-პისკი-მარინკა-პავლივკას ხაზებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ვიცავთ თავდაცვას ჩვენი მოწინავე ნაწილების და საბრძოლო რეზერვების გამძლეობის წყალობით. ხერსონის მიმართულებით ვახორციელებთ სტაბილიზაციის მოქმედებებს და თავდაცვის ხაზების გაძლიერებას“,- დასძინა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics