|
2022-11-15 09:09:38, 1682 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს
ოკუპანტებმა ყველაფერი განზრახ გაანადგურეს, ეს მათი სპეცოპერაციაა, ქალაქში და რეგიონში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინის დროშაა აღმართული, არის ცივილიზაცია, თავისუფლება, ხოლო რუსული დროშა ნიშნავს სრულ გაპარტახებას. „როცა უკრაინის დროშაა აღმართული, არის ცივილიზაცია, არის თავისუფლება, არის სოციალური უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება. არის ვინმე, ვინც ზრუნავს ხალხზე. არის ყველაფერი, რაც ქრება და ნადგურდება ოკუპანტის მოსვლისას. აი რას ნიშნავს რუსეთის დროშა - სრულ გაპარტახებას. არ არის დენი, კომუნიკაცია, ინტერნეტი, ტელევიზია. ოკუპანტებმა ყველაფერი თავად გაანადგურეს - განზრახ. ეს მათი სპეცოპერაციაა. ზამთრამდე რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს აბსოლუტურად ყველაფერი. კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხისთვის, ქალაქში და რეგიონში აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და ვიცით, რომ უკრაინას მშვიდობა უახლოვდება", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს უკრაინელი დამცველები ხერსონში შევიდნენ. რეგიონი რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებიდან დროებით ოკუპირებული იყო. 13 ნოემბერს ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული კვირის დასაწყისიდან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 179 დასახლებული პუნქტი იქნა დეოკუპირებული. გათავისუფლებულ დასახლებებში მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები. 14 ნოემბერს ზელენსკი ეწვია რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონს. ქალაქში ოფიციალურად აღიმართა უკრაინის დროშა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)