|
2022-11-10 18:05:57, 1946 ნახვა
ომი უკრაინაში
EU-მ უკრაინასთან და მოლდოვასთან ტვირთების გადაზიდვის გამარტივების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ევროპარლამენტარებმა დავამტკიცეთ შეთანხმება ევროკავშირს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ტვირთების გადაზიდვის გამარტივების შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინების საფუძველზე ავრცელებს. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შეფერხებული სატვირთო ტრანსპორტის კავშირის აღდგენას. "მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია, უკრაინას უწევს მოძებნა ალტერნატიული საგზაო სატრანსპორტო მარშრუტების მარცვლეულის, საწვავის, სურსათისა და სხვა საქონლის მარაგების ექსპორტისთვის. მოლდოვასაც სჭირდება ალტერნატიული ტრანზიტი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)