19:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 09:38:15, 2279 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინულმა ჯარებმა ხერსონთან მდებარე 4 სოფელი რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლეს

უკრაინულმა ჯარებმა ხერსონთან მდებარე ოთხი სოფელი რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო წყარომ CNN-ს განუცხადა. 

მათი მთავარი „სამიზნე“ ხერსონია, დასძინა წყარომ.

"ოპერაცია ღამით დაიწყო რუსული პოზიციების და ზურგის მასიური დაბომბვით. შეტევის ძირითადი მიმართულება იყო პრავდინზე. ჩვენ დავარტყით მათ ქვეითებს DNR-დან (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) და LNR-დან (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) და ისინი გაიქცნენ. რუსული დესანტი მათ უკან გაიქცა”, - თქვა წყარომ, რომელსაც CNN უსაფრთხოების მიზეზების გამო არ ასახელებს.

წყაროს თქმით, სოფლის სახელებია ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკე, ტომინა ბალკა და პრავდინე.

„ბევრი მათგანი მოკლეს და ტყვედ აიყვანეს და ბევრი [რუსული] სამხედრო მანქანა [განადგურდა]. ჩვენ ახლა გავათავისუფლეთ ოთხი სოფელი. მათი თავდაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გატეხილია. ვნახოთ, როგორ წავა აქედან. ჩვენი სამიზნე ხერსონია“, - იტყობინება წყარო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics