|
2022-08-13 16:55:18, 1925 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - რუსებს რომლებიც სავიზო აკრძალვის პერსპექტივით უკმაყოფილოა, საჩივრით კრემლს მიმართონ
რუსებს, რომლებიც აღელვებულნი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით კრემლს და ომის მომხრე მათი თანამემამულეების 70%-ზე მეტს მიმართონ. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, არავინ ითხოვს აკრძალვას იმ რამდენიმე რუსისთვის, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს. "რუსებს, რომლებიც აღელვებულნი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით კრემლს და ომის მომხრე მათი თანამემამულეების 70%-ზე მეტს მიმართონ. არავინ ითხოვს აკრძალვას იმ რამდენიმე რუსისთვის, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)