12:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 15:54:54, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს

კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად მზად არიან. - ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენა და უშიშროების საბჭოს მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს.

"კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად მზად არიან. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორსა და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს.

ისინი [კიევი და მისი მოკავშირეები] ამტკიცებენ, რომ ეს რუსეთმა გააკეთა, რაც 100%-ით სისულელეა, სულელი როსოფობიური საზოგადოებისთვისაც კი. 

რა შემიძლია ვთქვა? არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები. უბედური შემთხვევები იქაც შეიძლება მოხდეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics