|
2022-08-10 12:55:07, 1297 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკის ადმინისტრაცია - ნიკოპოლის რაიონის დაბომბვა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან განხორციელდა
რუსი ოკუპანტების მიერ ნიკოპოლის რაიონის დაბომბვა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან განხორციელდა.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის თავის არხზე დაწერა. ერმაკმა აღნიშნა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცევა სასჯელს, რადგან „ცნობილია რუსების სახელები, რომლებიც ბრძანებებს იძლევიან და ასრულებენ“. "ნიკოპოლის რეგიონში 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიან ხალხთან. მშიშარა რუსებს სხვა არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი თავს ესხმიან ქალაქებს და იმალებიან ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურში", - თქვა მან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა ნიკოპოლის რაიონი გრადის სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ორჯერ დაბომბეს . თავდაპირველად ცნობილი გახდა 11 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, მტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა .
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)