|
2022-08-02 12:14:02, 1554 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი მზადაა უკრაინას დაუბრუნოს ილენოვკას კოლონიაში დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ცხედრები
რუსეთი მზადაა უკრაინას დაუბრუნოს ილენოვკას კოლონიაში დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ცხედრები. ამის შესახებ ტელევიზიით უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მივიღეთ სიგნალი, რომ მზად არიან ჩვენი გმირების ცხედრები დააბრუნონ, მაგრამ ფორმულირება არის „გამოძიების დასრულების შემდეგ“. ჯერ არ მიგვიღია პასუხი, რომ დავაზუსტოთ, რამდენი დრო სჭირდება გამოძიებას, მაგრამ ველოდებით. ლუბინეცმა ასევე თქვა, რომ 1 აგვისტოს მდგომარეობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს არ მიუღიათ წვდომა ილენოვკაში მყოფ სამხედრო ტყვეებთან. ადამიანის უფლებათა კომისარმა ასევე აღნიშნა, წერს ჰრომადსკე, რომ გაერო ჯერ არ უპასუხა უკრაინული მხარის თხოვნას ილენოვკაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ICRC-თან, გვაქვს უარესი მდგომარეობა გაეროსთან. ვუგზავნი წერილებს და კითხვებს. მე ეს გავაკეთე ტრაგედიის შემდეგ მაშინვე პირველ დღეს. მე პირადად არანაირი სიგნალი, თუნდაც არაოფიციალური, არ მიმიღია. ამის საჯაროდ დადასტურება შემიძლია“, - განაცხადა მან. დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს ჯერ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)