|
2022-05-24 21:49:34, 1862 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ქვეყანას სასწრაფოდ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა სჭირდება
ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მრავალჯერადი გაშვების სარაკეტოს სისტემის ფლობით მოიპოვებს არაერთ წარმატებას. " ოთხი ასო, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას შემდეგში: მოიგერიოს რუსეთის შეტევა დონბასში, ჩაშალოს რუსეთის გეგმები ხერსონის ანექსიის შესახებ, შეაჩეროს რუსეთის მიერ წამება, გაუპატიურება და ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შევძლოთ ექსპორტის განბლოკვა და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილება. ეს ოთხი ასოა: MLRS- მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა" . - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)