14:29 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 18:07:08, 1915 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - ნატო არის არა თავდაცვითი, არამედ აგრესიული შეტევითი სამხედრო ბლოკი

არ არსებობს ომის დასრულების ზუსტი თარიღი, ხოლო რუსეთი თავის დასახულ მიზნებს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანს. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევმა ავრცელებს.

მისივე თქმით ნატო არის არა თავდაცვითი, არამედ აგრესიული შეტევითი სამხედრო ბლოკი.

" ნატო არის არა თავდაცვითი, არამედ აგრესიული შეტევითი სამხედრო ბლოკი, უკრაინაში პრეზიდენტის მიერ დასახელებული ყველა მიზანი შესრულდება. სხვაგვარად ვერ მოხდება, რადგან სიმართლე, მათ შორის ისტორიულიც, ჩვენი ქვეყნის მხარესაა." - განაცხადა პატრუშევმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics