00:23 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 13:02:23, 2309 ნახვა

კომენტარი
სიმონიანი ბირთვულ ომზე - თუ რუსეთი დამარცხდება ყველაფერი ცუდად დასრულდება, დასაკარგი აღარაფერია

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის დაკარგვა „შეუძლებელია", თორემ მთელი კაცობრიობისთვის ყველაფერი „ძალიან ცუდად“ დასრულდება,- ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში განაცხადა.

სიმონიანმა კიდევ ერთხელ მიუთითა ბირთვულ ომზე, უკრაინაში წაგების შემთხვევაში. მისი თქმით, დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის ყოველთვის გაგრძელდება „უნდა შეეგუონ ამ ახალ ცხოვრებას“.

„მათ ყველას სჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად წავაგებთ და დასავლეთი აუცილებლად გაიმარჯვებს, ვერ ხვდებაიან რომ ეს შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია, ასე არ იქნება. ეს ცუდად დასრულდება მთელი კაცობრიობისთვის, ან ჩვენ გავიმარჯვებთ. დასაკარგი აღარაფერია“- განაცხადა სიმონიანმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ აღნიშნა, რომრუსეთის დიქტატორი მზად არის უკრაინაში ბირთვული და ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირიბად მიანიშნა, რომ რუსეთს მომავალში უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. ხოლო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დასავლეთის ქვეყნებს ბირთვული ომით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics