|
2022-05-24 11:06:08, 3106 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონის ე.წ ადმინისტრაცია - არ ვგეგმავთ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ყოფნას, გვსურს რუსეთის სუბიექტი ვიყოთ
ხერსონის ოლქი არ გეგმავს ცალკე დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყოს, მიზანია გახდეს რუსეთის რეგიონი,- აღნიშნულის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განუცხადა. სტრემუსოვის თქმით, რეგიონი არ იჩქარებს თვითგამორკვევის რეფერენდუმის ჩატარებას, ვინაიდან ყველა შედეგს დასავლური ქვეყნები მაინც არ აღიარებენ. „ჩვენ არ ვგეგმავთ ვიყოთ ცალკე დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიყოთ სუბიექტი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში“, - განაცხადა სტრემუსოვმა. მისი თქმით, ჯერ სრულად უნდა ჩამოაყალიბდეს მშვიდობიანი ცხოვრება, ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, მიღწეული იქნას გარკვეულ სტაბილურობა, მოწესრიგდეს სოციალური და ეკონომიკური სექტორი და გაეშვას შრომის ბაზარი. „რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაცია ჩვენი გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. რუსეთის კანონმდებლობის ყველა სტანდარტზე გადასვლის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას რეფერენდუმის და ჩვენი სამომავლო სტატუსის შესახებ“, - დასძინა სტრემუსოვმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)