|
2022-05-23 22:38:39, 1994 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული ჯარები მიიწევენ დონბასში, უკრაინა აცხადებს, რომ ყველა თავდასხმა მოიგერიეს
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის დონბასის ცენტრში მდებარე საბრძოლო უბნებიდან, რომლებსაც უკრაინის ჯარები აკონტროლებენ. სხვადასხვა პრორუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ დასახლება ლიმანში შეიჭრნენ იზიუმის ჯგუფის ძალები. მათი თქმით, რუსმა ჯარებმა ქალაქის ნაწილის დაკავება მოახერხეს. ლიმანი არის პატარა ქალაქი სლოვიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ აღჭურვილია უკრაინის ძალების ძლიერი გამაგრებული ტერიტორია. ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ორშაბათს ლიმანის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა. "მტერმა სოფელ ლიმანში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისა და სამოქალაქო ობიექტების საარტილერიო დაბომბვა განახორციელა", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის საღამოს საინფორმაციო ანგარიშში. ამავდროულად, რუსული ჯარები აგრძელებენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარღვევის მცდელობებს, სევეროდონეცკის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები ცდილობენ გაარღვიონ თავდაცვა და წრე შემოარტყან უკრაინულ ჯარებს, - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი. ამავდროულად, რუსული არმიის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, აცხადებენ უკრაინელი სამხედროები. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული შეტევითი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)