|
2022-05-23 14:09:54, 1588 ნახვა
ომი უკრაინაში
რუს ოკუპანტს, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, კიევის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა
კიევის სოლომენსკის სასამართლომ ტყვე რუს სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს, რომელსაც ბრალად აქვს წაყენებული სუმის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ შიშიმარინი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება BBC-ის კორესპონდენტი სასამართლოდან. 21 წლის შიშიმარინი პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავენ. შიშიმარინს ბრალად ედებოდა სოფელ ჩუპახოვკაში მცხოვრები 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობა. უკვე პირველ სასამართლო სხდომაზე სერჟანტმა დანაშაული აღიარა. 28 თებერვალს მომხდარი მოვლენები, პროკურატურის თქმით, ასე განვითარდა: სოფელ გრინჩენკოვედან არც თუ ისე შორს, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს კოლონა, რომელშიც შიშიმარინი იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან და კიდევ ოთხმა რუსმა სამხედრომ ადგილობრივს მანქანა წაართვეს. უკვე შელიპოვის მკვლელობის შემდეგ, შიშიმარინის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მალე მან და სამმა სამხედრომ გადაწყვიტეს დანებება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)