14:31 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 13:42:25, 1728 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - დონეცკში „აზოვსტალის“ მცველების გასამართლება სურთ

დონეცკში „აზოვსტალის" მცველების გასამართლება სურთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Interfax“ ავრცელებს.

როგორც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშლინმა განაცხადა, უკრაინელ მებრძოლებს „საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებს“.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზოვსტალელი პატიმრები იმყოფებიან.  ტერიტორიაზე საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობაც იგეგმება“, - აღნიშნა პუშლინმა.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აღიარებს აზოვსტალის დამცველების გაცვლის შესაძლებლობას. მისი თქმით, პროცედურას წინ უკრაინასთან მოლაპარაკებები უძღვის.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, აზოვსტალის დამცველებმა ქარხნის დატოვება დაიწყეს. რის შემდეგაც რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ისინი უკონტროლო დასახლებებში გაიყვანეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საკითხის მოგვარება პროცესის შედეგებზეა დამოკიდებული, მათ შორის აზოვსტალის დამცველების გაცვლაზე, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება.

უკრაინელი მებრძოლები აზოვსტალში პოზიციებს დაახლოებით 80 დღის განმავლობაში იკავებდნენ, სწპრედ მათი წყალობით გახდა შესაძლებელი რუსული თავდასხმის შეკავება დონეცკის ოლქის კონტროლირებად ნაწილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics