|
2022-05-23 10:30:27, 1739 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული
ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს. როგორც ჯონსონი წერს, ბრიტანეთი ამაყობს უკრაინელი ბავშვებით, რომლებიც არ არიან მარტო, რადგან მსოფლიოში უამრავი მეგობარი ელოდებათ. "ბევრმა თქვენგანმა ნახა ან განიცადა ისეთი რამ, რაც არცერთ ბავშვს არ უნდა ენახა. თუმცა, ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. როგორ უნდა ასწიო თავი მაღლა ყველაზე რთულ დროს. თქვენ არ ხართ მარტო. შეიძლება შინ დაშორდეთ მეგობრებს, მაგრამ მილიონობით გყავთ, მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან. ჩვენი ახალგაზრდები ხატავენ თქვენს დროშას და ამზადებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად", - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს, 7,5 მილიონ ბავშვს ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)