|
2022-05-22 15:40:44, 2725 ნახვა
ომი უკრაინაში
„მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი“ - პოლონეთის პრეზიდენტი რადაში სიტყვით გამოდის
"მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას. ანჯეი დუდამ დასძინა, რომ "შემაშფოთებელი ხმები" ამბობდნენ, რომ უკრაინა უნდა დანებებულიყო რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინთან ბრძოლაში. მან განუცხადა დეპუტატებს, რომ ეს ხმები ყურად არ უნდა იღონ, რადგან უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, დუდამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთმა მხარი დაუჭირა უკრაინას ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების მცდელობას - საკითხს, რაზეც ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს. ის იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც პირადად წარმოთქვა სიტყვა რადაში მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა. დუდას მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მას პარლამენტში ოვაციებით დახვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)