|
2022-05-20 22:42:04, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ქვეყნების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს თავს არიდებს, მათ შორის ჩვენი მეგობარი საქართველო
უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან. - ამის შესახებ ინფორმაციას ატლანტიკური საბჭოს დისკუსიაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ ე.წ. შავ სიაში ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოც მოიაზრება. "უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან. ისინი ძირითადად აზიური ქვეყნები არიან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შავ სიაში ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოც მოიაზრება". - განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)