|
2022-04-12 11:15:52, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებები გაძლიერდება. უწყების ცნობით, რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას დონეცკსა და ლუგანსკზე, შემდგომი ბრძოლები კი ხერსონსა და ნიკოლაევში გაგრძელდება. გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვისთვის ცნობილია, რომ რუსეთი გააგრძელებს დონბასის რეგიონში საბრძოლო პერსონალისა და ტექნიკის ინტენსიურად დაგროვებას. „რუსული თავდასხმები ფოკუსირებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, შემდგომი ბრძოლებით ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში, ასევე განახლდება წინსვლა კრამატორსკის მიმართულებით“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში. ამასთანავე კვლავ მნიშვნელოვანი რჩება ბელორუსის ტერიტორია. საიდანაც, დაზვერვის თანახმად, მოხდება ჯარების გადაიყვანა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ რუსები მათ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)