|
2022-04-11 17:19:39, 3873 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ შეაჩერებს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციას“ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს არ შეაჩერებს. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც მათ სურთ და დასავლეთს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულკებენ. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელების მიზეზს ვერ ხედავს, თუმცა ამის მიუხედავად მოსკოვი სამხედრო ოპერაციას არ შეაჩერებს. "მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები იმავეს გაკეთებას არ აპირებენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ, სამხედრო ოპერაციები გავაგრძელოთ". - თქვა ლავროვმა. შეგახსენებთ, ლავროვმა გასულ კვირას დაადანაშაულა კიევი იმაში, რომ მოსკოვს წარუდგინა "მიუღებელი" სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც გადაუხვია მხარეებს შორის მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)