|
2022-04-09 14:43:50, 2077 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრი არ გამორიცხავს, რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ოდესაზე შეტევა კიდევ სცადონ
რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ოდესაზე თავდასხმა, შესაძლოა, კვლავ სცადონ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. „თუ ვისაუბრებთ დედაქალაქზე, კიევის მიმართულებასა და რუსული ჯარების დაჯგუფებაზე ბელორუსიაში, სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ კიევი იყოს მათი თავდასხმების შემდეგი ეტაპი“, -აცხადებს დენისენკო. დენისენკოს თქმით, რუსი დამპყრობების მთავარ ამოცანად რჩება შეტევა დონბასში, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში. რუსები ცდილობენ პოპასნაიას და რუბიჟნეს დაკავებას, ამასთანავე, მათთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება მარიუპოლი. ისინი ცდილობენ მის დაკავებას, რათა შემდეგ განაგრძონ შეტევა სლავიანსკის - კრამატორსკის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ უკრაინაში შეიჭრა და ქვეყანაში ნამდვილი კოლაფსი გამოიწვია. დამპყრობლები არა მხოლოდ იკავებენ სამხედრო ნაწილებს, აეროპორტებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, არამედ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებენ ქალაქების მაღალსართულიან შენობებსაც.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)