21:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 13:28:59, 1389 ნახვა

სამხედრო
მთიან ყარაბაღში ვითარება იძაბება, აზერბაიჯანმა დაბა ფარუხი აიღო

მთიან ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვმა სამს მიაღწია. ამის შესახებ NEWS.am-ს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის პრესსამსახურში განუცხადეს. ამასთან, სომხეთის სახალხო დამცველის ინფორმაციით, სტეფანაკერტის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი 14 სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, მთიანი ყარაბაღის, ერთ-ერთი დაბა ფარუხი აიღეს. ამ ადგილებში მანამდე რუსი ე.წ მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისინი მთიანი ყარაბაღიდან გაიწვიეს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სიტუაცია, რომელიც შეიქმნა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ. ფაშინიანმა დააყენა საკითხი ამ სიტუაციაში რუსი სამშვიდობოების მოქმედებების გამოძიების აუცილებლობის შესახებ და ხაზი გაუსვა რუსი სამშვიდობოების მიერ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვენ.
26 მარტის დილით, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა, ნისლიანი ამინდის და შეზღუდული ხილვადობის გამო, სცადეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების დივერსია, იუწყება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ჩვენი არმიის ქვედანაყოფების მიერ მიღებული დაუყოვნებელი ზომების შედეგად, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.
ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი.
აზერბაიჯანის არმიის პერსონალსა და აღჭურვილობას შორის დანაკარგი არ არის.
ოპერატიული ვითარება ჩვენი ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშაა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics