|
2022-03-17 12:50:52, 713 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური - 2021 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 2 „კანონიერი ქურდი“, 22 ძებნილი პირი და 136 კიბერდამნაშავე
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. „სამინისტროსთვის პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 2021 წელს დამტკიცდა სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2 კანონიერი ქურდი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 75 პირი. დაკავებულ იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი 22 პირი და ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 53 ავტომობილი. 2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების უშუალო მონაწილეობით, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარდა 12 ერთობლივი ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, დაკავებულ იქნა სხვადასხვა დანაშაულში მონაწილე 92 პირი და 4 კანონიერი ქურდი; კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 კიბერდამნაშავე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველო სრულად აკმაყოფილებდა ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და მათივე შეფასებით, პირველ კალათაში ვიკავებდით ადგილს. ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, წელსაც გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2021 წელს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის პოზიციებს და კვლავ შევინარჩუნებთ უმაღლეს შეფასებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)