|
2022-01-12 11:20:50, 3919 ნახვა
კომენტარი
ბადრი ჯაფარიძე – სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, არანაირი დანაშაული არ არსებობს
„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით გაასაჩივრებენ. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არანაირი დანაშაული არ მომხდარა და გაგრძელდება ბრძლა ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი ინსტიტუტის გადასარჩენად. „ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა მუხლი, ფულის გათეთრების, მოახდინა გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან. მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ, ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)