16:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 14:03:06, 540 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან - როზარია პუგლისთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - პირიტ პიკერი და ახალდანიშნული სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - რუშენ აბიდინოღლუ.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics