17:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 12:36:47, 380 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საპოლიციო და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

"სწავლების თეორიული ნაწილი შსს-ს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირება და დაშავებული პირებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა; პოლონეთის გამოცდილება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით; საპოლიციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საგზაო შემთხვევის დროს კოორდინაცია საპოლიციო და სამაშველო დანაყოფებს შორის და სხვ.

სწავლების დახურვის ღონისძიებას პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოში, შსს-ს აკადემიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტრენინგი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების, საქართველოს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდა." - წერია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics