|
2021-07-22 23:28:50, 1228 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე
„ალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას, ტელეკომპანია "ტვ1"-ის გარდაცვლილი ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. „პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება კითხვებს - ჩვენც ზუსტად მანდ ვართ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა. ჩვენც იგივეს მოვითხოვთ და იგივეს ვაკეთებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუსტად, გამოძიებიდან გამომდინარე, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე. ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენც და ჩვენი გუნდიც, ამ მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)