|
2021-07-15 18:36:10, 1912 ნახვა
სამხედრო
საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს სამხედრო ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა“ და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ლოჯისტიკის შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მზადყოფნა, უზრუნველყოს მოკავშირეების ჯარებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, განთავსება ან ტრანზიტი საერთაშორისო სწავლებებისა და მისიების ფარგლებში, რაც მათი განცხადებით ემსახურება პრინციპს - “მეტი ნატო საქართველოში“. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა სტუმრებს საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ მეშვეობით, ავღანეთიდან გერმანული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცედურების ეფექტიანად და სწრაფად შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გერმანელი დიპლომატის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ძალების ტრანსპორტირებისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებდა. ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან ალიანსის შენაერთების შეუფერხებლად გამოსვლის მხარდაჭერის მიზნით, მოკავშირეთა ძალებისა და შეიარაღების საქართველოს გავლით ტრანზიტი საქართველომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყო. სატრანზიტო მხარდაჭერის პროცესში, ქართული მხარე გერმანიის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის, მათ ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების, ნატოს პერსონალისა და კონტრაქტორი პირების განთავსებასა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერასაც უმაღლეს დონეზე ახორციელებდა. საქართველოს ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარება ნატოსა და სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)