|
2021-07-10 10:53:55, 1789 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულდა ლაზარეთი, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ასევე დასრულდა ერთი ყაზარმის რემონტი, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით. „ამჟამად ბაზაზე მიმდინარეობს მეორე ყაზარმის სველი წერტილების კაპიტალური რემონტი და შენდება ახალი სასწავლო შენობა-ნაგებობა. მიმდინარე წელს ბაზაზე მოეწყობა შიდა გზები და დამონტაჟდება გარე განათება. ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)