07:58 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 17:07:23, 1087 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე, მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს

„გუშინ და წინა დღეებში პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, და ჩვენ კადრებიც ვნახეთ, როგორ უფრთხილდებიან ისინი მეტად ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ვიდრე საკუთარ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ამ გმირ პოლიციელებს მადლობა ეკუთვნით, მაგრამ იყო მომენტები, სადაც ვერ მოხერხდა ის, რაც იყო ყველასთვის სასურველი.

„სამწუხაროდ, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი. სწორედ ეს სურდათ პროვოკაციის ავტორებს. შსს-მ დეტალურად ისაუბრა დღეს ამ ფაქტებზე. ეს ასხამს წყალს პროვოკაციის დამგეგმავების წისქვილზე. 3000-ზე მეტი პოლიციელი განაწილებული იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ხოლო „პრაიდის“ ორგანიზატორებმა პოლიციას ლოკაციებიც კი არ შეატყობინეს. ამის გამო ურთულესი აღმოჩნდა პრევენცია და შედეგებიც, სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ. ახლა მთავარია, რომ მომავალში პრევენცია იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, და ამისთვის ყველა მოძალადე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი“, - აცხადებს მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics