|
2021-07-03 12:01:49, 1213 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა SNGP-ის ფარგლებში საველე-სიტუაციური წვრთნები ჩაატარა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბუბუნაური, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე პოლკოვნიკი მარიან დორკა, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფმა VIP უსაფრთხოების დაცვის, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების და განეიტრალების, ასევე შენობის წმენდის სავარჯიშოები შეასრულეს. სწავლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა და მიზნად ქართული ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და მასში 2023 წლის ბოლოსთვის სრულუფლებიან წევრობისთვის მომზადებას ისახავს. სექტემბრის ბოლოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეული პოლონეთში, მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის სწავლებაში „SHARP LYNX”-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 18 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)