09:02 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 23:59:21, 1204 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი ვარ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი ვარ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის კახა კალაძეს არჩევნებზე მხარს დაუჭერს.

„მე ხშირად მსაყვედურობენ, რომ პოლიტიკაში ჩართული  ვარ. როცა ვეკითხები - რატომ, მე ადამიანი არ ვარ და არშემიძლია, ჩემი გემოვნება, სიმპათიები მქონდეს, მპასუხობენ არა, შენ ექიმი ხარ და ვალდებული ხარ, იყო ნეიტრალური და აპოლიტიკური.

ერთი გამაგებინეთ, თუ სხვა ასობით და ათასეულობით ექიმი არის სხვა რომელიმე ძალის მხარდამჭერი, ეს ნეიტრალიტეტი მარტო ჩემზე უნდა გვარცელდეს? რატომ? ჩემზე არანაკლებ ცნობილი ექიმი, ბატონი კალოიანი არამარტო მხარდამჭერია, არამედ „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად კენჭი იყარა ბათუმში და ხმების 3% მიიღო.

ჩემგან იგივე ბატონი კალოიანი ითხოვს, რომ მე ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური.

მე ვარ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ მე ვარ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი და არა აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი მხარს დავუჭერდი ოცნების კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics