2021-07-02 20:34:00, 1137 ნახვა
სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 6 ივლისიდან დაიწყება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 6 ივლისიდან დაიწყება.
კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება და მოუსმენს. როგორც ცნობილია პირველ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.
იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა წარდგენილი 9 კანდიდატიდან 8 კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომებისთვის განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს უკვე მიმართა. მე-9 კანდიტატი, რომლის განათლების დამადასტურებელი დიპლომისთვისაც სამუშაო ჯგუფს არ მიუმართავს ეს ბიძინა სტურუაა.
როგორც ცნობილი გახდა მან თავად გამოითხოვა დამადასტურებელი დოკუმენტი და წარუდგინა კომიტეტს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციიდან, მხოლოდ „ევროპული სოციალისტების“ წარმომადგენელი, ფრიდონ ინჯია ესწრებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,