|
2021-07-01 18:48:47, 849 ნახვა
კომენტარი
ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცები გმირობას, მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ჩადიან. ის მიმართავს თავდაცვის სამინისტროს იამაყოს ამ ღირსეული ჯარისკაცებით: „ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა. ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი“, - აცხადებს შუბითიძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)