|
2021-06-19 18:41:00, 1126 ნახვა
სამართალი
პოლიციამ სოფელ ბობოყვათში გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლითაა დაკავებული. პოლიციამ ოთხივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანა. შეგახსენებთ, რომ სოფელ ბობოყვათში ადგილობრივი მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებდა, რის გამოც მათ ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს. აღნიშნული მონაკვეთი სამართალდამცველებმა გახსნეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)